|
2022-08-18 22:21:13, 1668 ნახვა
პოლიტიკა
კრამპსი - ყველა რეფორმა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიქნებით ჩართულები და დავაკვირდებით პროცესებს
ბოლო ორი კვირაა, რაც შეხვედრები გვაქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბარი ეხება რეფორმებს სასამართლო და საარჩევნო სისტემაში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპსმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა რეფორმა მნიშვნელოვანია მათთვის, იქნებიან ჩართულები და დააკვირდებიან პროცესებს. "ბოლო ორი კვირაა, რაც შეხვედრები გვაქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბარი ეხება რეფორმებს სასამართლო და საარჩევნო სისტემაში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გზავნილები, რომლებიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, არის ის, რომ პროცესის მხრივ ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს ინკლუზიურობისკენ, პარლამენტში მუშაობისკენ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვეყრდნობით ასოცირების შესახებ დღის წესრიგს, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელშიც ასევე არის განხილული პრიორიტეტები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციები. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)