|
2022-08-18 15:59:18, 1309 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ელჩი 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად „გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს
დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს. - ამის შესახებ ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ელჩი 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად „გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს. "დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად "გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს. თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხსენია პოლარიზაციის საფუძვლად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)