|
2022-08-17 10:52:30, 945 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის შესახებ სიმართლე გამოავლინა
რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის შესახებ სიმართლე გამოავლინა,- აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ევროპელი ლიდერი რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინით მოხიბლული იყო, ხოლო ახლა შოკირებულია. "რუსული იმპერიალიზმის დაბრუნებამ არ უნდა გაგვაკვირვოს. ევროპა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ საკმარისად ინტეგრირებული არ იყო, არამედ იმიტომ, რომ უარი თქვა სიმართლის ხმის მოსმენაზე. ეს ხმა მრავალი წლის განმავლობაში ისმოდა პოლონეთიდან." - განაცხადა მორავიეცკიმ. მან აღნიშნა, რომ მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს უმრავლესობის ტირანიისგან იცავს, არის ერთსულოვნების პრინციპი, ქვეყნებს შორის კომპრომისის ძიება. "პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირში გერმანული და ფრანგული ხმები უაღრესად მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან და დე ფაქტო ოლიგარქიასთან, რომელშიც ძალაუფლება უძლიერესთა ხელშია", - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)