|
2022-08-15 11:22:01, 1285 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance- მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა მსოფლოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი საუკეთესო ციფრული შეთავაზების მიმწოდებელ ბანკად დაასახელა ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯილდოს მინიჭების ერთერთი მთავარი კრიტერიუმი ბანკის მიერ შეთავაზებული საუკეთესო სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო ციფრული პროდუქტები და სერვისები გახდა. საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ. „მოხარული ვართ რომ Global Finance- მა მსოფლიო საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის ჩვენ მიგვიჩნია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული შეთავაზების, სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო პროდუქტებისა და სერვისების მიმწოდებლად. ეს ყველაფერი იმ მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც გვირჩევს ჩვენ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. ასევე, ამ ყველაფერში დიდი წვლილია თითოეული იმ თანამშრომლის, რომელიც უმენს მომხმარებლის ხმას, დაუღალავად ზრუნავს იმისთვის რომ მის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)