|
2022-08-13 15:41:15, 1642 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს
სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი გზის გახსნა სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის რისკს არ გაზრდის, რადგან ეს საკითხი "კონტროლდება". "სანქცირებული ტვირთი შემოვიდეს, გავიდეს თუ როგორ არის, ეს სრულიად სხვა ინსტრუმენტებით კონტროლდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, ისევე, როგორც აქვს ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს. ეს ბორანი და ასე შემდეგ არის მხოლოდ ერთ-ერთი ტექნიკური სატრანსპორტო საშუალება ტვირთბრუნვისთვის, მაგრამ რისკები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სანქცირებული საგნების ტარებას, არ გულისხმობს მხოლოდ ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებით ამ რისკების გაჩენას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)