|
2022-08-12 21:01:03, 1551 ნახვა
პოლიტიკა
რადიო თავისუფლება - ირაკლი ღარიბაშვილის „Facebook“ გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა
ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა "ფეისბუქზე" . - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ განაცხადა. მათივე თქმით, ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდმა გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა. "ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდმა გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა. რეკლამების უმეტესობა ღარიბაშვილის სხვადასხვა ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რელიგიური დღესასწაულების მილოცვებზე და ქვეყნის შიგნით ვიზიტების ამსახველ ფოტოსურათებზეა განთავსებული.პრემიერის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხა 6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხის ოდენობას და სამჯერ მეტია მმართველი პარტიის რეკლამებში დახარჯულ თანხაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი "ფეისბუქზე" 2012 წელს არის შექმნილი და რამდენჯერმე აქვს შეცვლილი როგორც სახელი, ასევე დანიშნულება და რეკლამის სპონსორი უწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)