|
2022-08-12 10:28:46, 1153 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - FBI-ის აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ
FBI-ის აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ,- ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამნაცხადა. მისი თქმით, დილის 6:30 საათზე, არსაიდან და გაფრთხილების გარეშე, მარ-ა-ლაგო დაარბიეს. „ჩემი ადვოკატები და წარმომადგენლები სრულად თანამშრომლობდნენ და ძალიან კარგი ურთიერთობა დამყარდა. ხელისუფლებას შეეძლო ჰქონოდა ის, რაც უნდოდა, თუ ის ჩვენ გაგვაჩნდა. ყველაფერი კარგად იყო, უკეთესი, ვიდრე წინა პრეზიდენტების უმეტესობის შემთხვევაში, და შემდეგ, არსაიდან და გაფრთხილების გარეშე, მარ-ა-ლაგო დაარბიეს, დილის 6:30 საათზე, აგენტების ძალიან დიდი რაოდენობით, ასევე სეიფები. ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ”,- განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ CNN-ის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპის წინააღმდეგ ორი გამოძიება აქვს დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩხრეკა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)