|
2022-08-11 21:21:29, 1274 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის გენშტაბი - 13 000-მდე ბელარუსი სამხედრო დათანხმდა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას
რუსეთი აგრძელებს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. მისივე თქმით, 13 000-მდე ბელარუსი სამხედრო დათანხმდა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას. „რუსეთი აგრძელებს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის სპეცოპერაციების ძალების ამჟამინდელი და ყოფილი სამხედრო პერსონალის, ასევე, სპეცრაზმის 13 ათასამდე ადამიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)