10:07 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 17:43:47, 1714 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკდონალდსი უკრაინაში მუშაობას განაახლებს

მაკი ბრუნდება, მივესალმები მაკდონალდსის გადაწყვეტილებას უკრაინაში რამდენიმე რესტორნის გახსნის შესახებ. - ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით,პირველად მაკდონალდსი კიევსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაიხსნება. 

"მაკდონალდსი ბრუნდება, მივესალმები მაკდონალდსის გადაწყვეტილებას უკრაინაში რამდენიმე რესტორნის გახსნის შესახებ. პირველი, ეს იქნება კიევი და ჩვენი ქვეყნის დასავლეთი ნაწილი.რესტორნების დაუყოვნებლივ გახსნისთვის მზადებას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება: მაკი დაბრუნდა". - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics