06:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 20:21:13, 1035 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - ქართველებთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ

ქართველებთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ განაცხადა.

მათივე თქმით, თოთხმეტი წლის წინ რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები მსოფლიომ საქართველოში დაინახა.

"თოთხმეტი წლის წინ რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები მსოფლიომ საქართველოში დაინახა. ყალბი საბაბით თავდასხმის დაწყების შემდეგ რუსეთის ჯარებმა ეთნიკურად გაწმინდეს ათიათასობით ადამიანი, მოიტანეს უაზრო ნგრევა და საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს ოკუპაციასა და გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის დამანგრეველი გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიული ქმედებბეიდან საქართველოში 14 წელი გავიდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics