06:50 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 16:23:43, 743 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი ცესკოს თავჯდომარის არჩევნებზე - ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატებს შორის აღარ დაასახელა და პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი
ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეაგებებენ.

" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული, რომელსაც არავითარი ლოგიკური დასაბუთება არ აქვს, რადგან ადამიანი, რომელიც დროებითად იქნა არჩეული „ცეკოს“ თავჯდომარედ, ჩაატარა არჩევნები და ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ შეფასებული იქნა მისი საქმიანობა უმაღლეს დონეზე და ასეთ ადამიანს უარს ეუბნებიან კონკურსში გასვლაზე. აქედან გამომდინარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩვენივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ". - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა „ცესკოს“ თავჯდომარეობის კანდიდადატები, სადაც ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics