07:49 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 11:34:56, 720 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თარიღი არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლება აქ 8 აგვისტოს ამოდიოდა

თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, მე  გთხოვთ ყველას, თავი დავანებოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ აგებენ პატივს 2008 წლის ომში დაღუპულენს 8 და არა 7 აგვისტოს. 

მისი თქმით,  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები  ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენი, თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, მე  გთხოვთ ყველას, თავი დავანებოთ.  მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი - 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და უხერხულია, ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics