21:12 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 12:18:59, 1809 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის ბრძანებით, თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის თქმით, სამხედრო ოოერაციის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საფრთხის აღმოფხვრაა.

„ამ ოპერაციის მიზანია ისრაელის მოქალაქეებისა და ღაზას სექტორის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრა“,- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის სარაკეტო გამშვები პოზიცია დაარტყეს და გაანადგურეს ობიექტი, საიდანაც ისრაელის მიმართულებით დღეს 10-მდე რაკეტა გაისროლეს.რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 12 ისლამური ჯიჰადის წევრი. სამიზნე იყო ასევე სამხედრო ბაზები და შენობები, რომლებსაც ოპერატიულად იყენებდნენ.

ღაზაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 5 წლის გოგონა და დაშავდა სულ მცირე 55 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის მთავრობა არაა  დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, თუმცა გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics