|
2022-08-05 16:34:31, 880 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როცა მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები ვიღაცას, ეს ქსენოფობიასთან ერთად სიბნელე და გოიმობაა
როცა მხოლოდ ეროვნული ნიშნით, მიახტები ვიღაცას, ეს ქსენოფობიასთან ერთად სიბნელე და გოიმობაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დავმჯომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ადამიანს გამოყოფთ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ნებისმიერი ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ეს ქსენოფობიაა და ეს ადამიანი ქვეყნიდან არ უნდა გავაძევოთ. „გავყაროთ, დავჩაგროთ თუ რაღაც ასეთ მოწოდებებს რომ განახორციელებთ, ეს არის ქსენოფობია. შეიხედეთ სოც. ქსელებში, თქვენი ტელევიზიების სიუჟეტებში და მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. თქვენ რომ რაღაც არ მოგწონდეთ, ეს როგორ შეიძლება ქსენოფობია იყოს? მაგრამ როდესაც გამოყოფთ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ნებისმიერი ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ნიშნით, უკაცრავად გამოთქმისთვის და ვიღაცას მიახტები - "შენ რომ რუსი ხარ ასე და ისე უნდა გიქნა", ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, მიდგომა და სიბნელე, უკაცრავად და გოიმობა საშინელი ქსენოფობიასთან ერთად",- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)