22:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 11:28:30, 1939 ნახვა

რეგიონი
მიმდინარე წელს, შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

სასოფლო გზების მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა შუახევის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. 

დასრულებული და მიმდინარე პროექტები,  შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილესთან, გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით წელს პირველად ისარგებლებენ  სოფელ ჭვანაში მცხოვრები დიმიტრაძეები. უბანი, სადაც საავტომობილო გზა არასდროს ქონიათ, ოჯახები საჭირო მარაგს წლების განმავლობაში ხელით ეზიდებოდნენ და საფეხმავლო ბილიკით სარგებლობდნენ.

არსებული პრობლემა ადგილობრივებს, მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და  მხარდაჭერით მოუგვარდათ. პროექტის ფარგლებში, ყორნალის უბანში გაიჭრა ახალი სამანქანე გზა, მოეწყო ბეტონის საფარი, გაბიონი და ფერდსამაგრი კედელი.

ახალი სამანქანე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ქათამაძეების  უბანშიც. პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით 10-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics