|
2022-08-01 18:05:51, 959 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მერებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის უმრავლესობის წევრები, თავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, ნინო იობაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს, ასევე საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)