|
2022-08-01 11:51:58, 1533 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს მთავრობამ „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა
საქართველოს მთავრობამ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილები შეიტანა. კონკრეტულად კი, „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის პროექტს მიენიჭა. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ცნობისთვის, ბათუმში ხელოვნური კუნძული შენდება. პროექტის მიხედვით, შავ ზღვაში ორი ნახევარკუნძული და ერთი კუნძული შეიქმნება. მათზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას გასართობ-გამაჯანსაღებელი ფუნქცია ექნება, რაც ულტრათანამედროვე და ფეშენებელური სასტუმროების, ვილების, აპარტამენტების, ბულვარისა და სხვა დასასვენებელი თუ გასართობი ზონების გაშენებას გულისხმობს. მას ამბასადორ ჯგუფი აფინანსებს, რომელიც საქართველოში რამდენიმე სასტუმროს ფლობს. კომპანიამ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად $100 მილიონის ინვესტიცია უკვე გამოყო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადეს, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდება და სახელმწიფო თავის თავზე მინიმალურ რისკებს აიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)