|
2022-07-29 21:29:26, 1126 ნახვა
პოლიტიკა
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანის დაღუპვის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში მომხდარი ფაქტის გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდიაცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)