09:48 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 13:23:31, 887 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულ ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს გურამ მაჭარაშვილი უერთდება და პარტიას ტოვებს

"ქართულ ოცნებას" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პარტიას ტოვებს და სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ დაკომპლექტებულ ტრიოს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მაჭარაშვილმა პარლამენტში გააკეთა. 

მისი თქმით, პარტიის დატოვე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ გადაწყვიტა, ვინაიდან "საზოგადოებისთვის საჭიროა სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება". 

"მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება",- განაცხადა მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "სიმართლის სალაპარაკოდ" პარტია ასევე დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა. მათ შეუერთდნენ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და  "ქართულ ოცნებას" ახალციხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics