|
2022-07-26 12:12:43, 1063 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ორგანიზებით, ქალაქ ლაიფციგში გამართულ დეგუსტაციაზე, ქართული ღვინის მწარმოებელმა 36 კომპანიამ 100-ზე მეტი სხვადასხვა ღვინო წარადგინა. სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ლაიფციგის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ლაიფციგის ქართული დიასპორის, ღვინის მაღაზიების, რესტორნების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ღვინის ტრეიდერები და მარკეტოლოგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო კომპანიების ქართული ღვინო. „პრეზენტაციებს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ხელმძღვანელი სერგო ბარამიძე და ქართველი მეღვინეები უძღვებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ მასტერკლასის საშუალებით, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქართული ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვას. მასტერკლასი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გამართა. საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC0) ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის და გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის, ბიზნესექტორის წარმომადგენლების შეხვედრები და დეგუსტაციები ასევე გაიმართა გერმანიის ქალაქებში: ჰამბურგი, ბერლინი, გეიზენჰაიმი, ფრანკფურტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)