|
2022-07-25 22:21:07, 1228 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არახამიას „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება „ნაციონალური მოძრაობით“ უნდა
არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით, მიზანი საქართველოს დაზიანებაა . - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არახამიას საქართველოს ომში ჩართვა და „ოცნების „ნაცმოძრაობით" ჩანაცვლება სურს. "სამწუხაროდ ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავისი უბინძურესი მესიჯბოქსით, ნაცმოძრაობის მათი ლობისტების, თუ დავალების მიმცემების კვალდაკვალ და ნაცებია ყოლილები არიან ამ მესიჯებს. მთავარი მიზანი რა არის იცით? მიზანი არის საქართველოს დაზიანება. "ქართული ოცნების" ნაცმოძრაობით ჩანაცვლება, ამ ქვეყნის ომში ჩართვა. როგორც მისი კოლეგები, 10-კაციან თატბირებზე რომ მონაწილეობენ ისინიც საუბრბდნენ საქართველოს ომში ჩართვა". - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ დავით არახამიამ განაცხადა, რომ КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)