|
2022-07-22 15:21:25, 955 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
მიმდინარე წლის 8-9-10 და 19-20-21 ივლისს, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის იდენტიფიცირებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და სხვა სპეციალისტების უნარების გაძლიერება გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების განსახორციელებლად. ტრენინგი „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ (,,Improving the System against Gender-Based Violence“) საგრანტო პროექტს ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. მხარეებს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას შეასრულოს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებები ქალთა და გოგონებზე ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, განსაკუთრებით კი, ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის სფეროში, ასევე LGBTQI საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა. სწავლება ორ ნაკადად ჩატარდა, რომელშიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 50-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილულ იქნა როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცნება და ფორმები, ისე რეაგირების სამართლებრივი მექანიზმები, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ინსტრუმენტები, სექსუალური შევიწროების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. ტრენინგს უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ექსპერტი გოგა ხატიაშვილი.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)