|
2022-07-20 13:27:38, 951 ნახვა
სამართალი
ბაირამოვა - მარნეულში 20 წლის გოგო მოიტაცეს, პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს
მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან 20 წლის გოგო იძულებით მოიტაცეს. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები მასთან საუბარში ამბობენ, რომ გატაცების ფაქტზე პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა მეორე დღეა პოლიცია მომხდართან დაკავშირებით არ რეაგირებს. "გოგოს მშობლებმა და ახლობლებმა დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია არ რეაგირებს და გვიშველეო. პოლიციის მხრიდან რეაქციის არ ქონას აქვს ერთი მიზეზი, ელოდებიან, რომ მშობლები სხვადსხვა ადამიანების მეშვეობით როდის შერიგდებიან. ამ შერიგების პროცესში საჯარო მოხელებიდან დაწყებული, ახლო ნათესავებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული. ოჯახს აიძულებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რომ დათანხმდეს, რადგან მისი გოგო უკვე მეორე ხარისხოვანია, ყველამ იცის, რომ მოტაცებულია, ჯობია "ეს შანსი" არ დაკარგონ მაინც ერთი გოგო ერთი ბიჭისთვისაა". - წერს სამირა ბაირამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)