|
2022-07-20 10:22:52, 718 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ამის შესახევ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გამოცდები როგორც თეორიულ, ისე - პრაქტიკული ნაწილს მოიცავს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს 2 წელიწადში ერთხელ აბარებენ, მანამდე კი, საგანმანათლებლო ცენტრში, მოსამზადებელ ტრენინგებს ესწრებიან. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს წარმატებები უსურვა. მინისტრმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილი ერთად, ცენტრში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)