16:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 11:50:53, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლზე 40-მდე რაკეტა გაისროლეს

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლზე 40-მდე რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის  ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. 

"რუსულმა ჯარებმა ცეცხლით დაფარეს ნიკოპოლისა და კრივოი როგის რეგიონები. ნიკოპოლზე 40-მდე რაკეტა იყო გასროლილი. ორი სამრეწველო საწარმოს განადგურება მოხდა. აფეთქებებმა ხანძარი გამოიწვია", - წერს ის.

ქალაქში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ქსელი. ადგილზე უკვე იმყოფებიან ელექტრიკოსები.

"ხალხი არ დაშავებულა. კრივოი როგის რაიონში მტერმა არტილერია ესროლა ზელენოდოლსკის თემს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა", - დასძინა რეზნიჩენკომ.

რეგიონის სხვა რაიონებში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics