23:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 11:27:01, 1093 ნახვა

მსოფლიო
დააკავეს რუსი ჟურნალისტი, რომელმაც კრემლთან ანტისაომარი აქცია გამართა

რუსული პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა რომელმაც ანტისაომარი აქცია გამართა კრემლის წინ, დაკავებულია.

 ჟურნალისტის  ადვოკატმა, დიმიტრი ზახვატოვმა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“  მისი დაკავება დაუდასტურა, თუმცა განმარტა, რომ უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებული.

 „ არ ვიცი ახლა სად არის, ვვარაუდობ, რომ ეს ასე თუ ისე მის საპროტესტო აქტს უკავშირდება“, - დასძინა ადვოკატმა.

„მარინა დაკავებულია“, - წერს მისი გარემოცვა ჟურნალისტის Telegram-ის ანგარიშზე. „არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის იგი“.

 რუსეთში ანტისაომარმა პროტესმა  შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯარის შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გამოქვეყნებისა და „დამცირების“ გამო, დანაშაულები, სასჯელის ზომად პატიმრობას ითვალისწინებს.

ოვსიანიკოვა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მარტში გახდა, როდესაც მან ხელი შეუშალა პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობას ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.იგი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მარტის პროტესტის შემდეგ, ოვსიანიკოვამ გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაში. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის რუსეთში ბრუნდებოდა შვილების მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics