23:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 10:38:12, 1221 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ინდიანას შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ინდიანას შტატში, გრინვუდში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია ორი მოქალაქე.

გრინვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ჯიმ ისონმა თქვა, რომ თოფით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა გრინვუდ პარკის სავაჭრო ცენტრში მდებარე კვების კორტში.

ხოლო თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაჭრა სავაჭრო ცენტრში მყოფმა კაცმა, რომელიც კანონიერად იყო შეიარაღებული. 

ინდიანაპოლისის მეტროპოლიტენის პოლიცია და მრავალი სხვა სააგენტო აწარმოებენ გამოძიებას.

გრინვუდი არის ინდიანაპოლისის სამხრეთ გარეუბანი, სადაც დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics