|
2022-07-16 10:20:58, 1147 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორისგან ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გაზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შეამციროს დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე, ნავთობსა და გაზზე. ლევან დავითაშვილის თქმით, შედეგად, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. „ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა ვრცლად ისაუბრა კახეთში ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. მისი პროგნოზით, საბადოზე შესაძლებელია უფრო მეტი ბუნებრივი რესურსი იყოს. პოლ ჰეივუდის განცხადებით, კომპანია მოპოვებით სამუშაოებს, დიდი ალბათობით, 2023 წლიდან დაიწყებს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ბუნებრივი აირის მოცულობა თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს" მიერ გაბურღილი ჭაბურღილის ტესტირებით 2019 წელს დადასტურდა. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე მოპოვების ლიცენზიის ოპერატორია კომპანია "ბლოკ ენერჯი", რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. პოლ ჰეივუდის ინფორმაციით, კომპანია გეგმავს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, უკვე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის ათვისებაზე ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად კომპანია საქართველოში 5 პროექტს ახორციელებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ტატიშვილი.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)