|
2022-07-15 15:00:45, 1196 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით „ნუზლი“ წარმოებას აფართოებს
"საქართველოს ბანკი" ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ნატურალური ზეთის მწარმოებელი „ნუზლი“ საქმიანობას ავითარებს. ბანკის მიერ გაცემული 100,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, კომპანიამ საჭირო დანადგარები შეიძინა, ხოლო ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან დამატებით 50,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. „ნუზლი“ ცივი დაწნეხით მიღებულ 100%-ით ნატურალურ კაკლისა და მზესუმზირის ქართულ ზეთს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხორციელდება. „ნუზლი“ საქართველოში პირველი ბრენდია, რომელიც ცივი დაწნეხით დამზადებულ ზეთს აწარმოებს. მსგავსი ტექნიკა უზრუნველყოფს, რომ პროდუქციამ შეინარჩუნოს ვიტამინები და ჯანსაღი ნივთიერებების სტრუქტურა. პროექტი საქართველოს ბანკის 70%-იანი ინვესტიციით წამოვიწყეთ და დროსთან ერთად, მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი ინტერესის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არ გავჩერებულიყავით და გაგვეგრძელებინა განვითარება. ვგეგმავთ კიდევ მეტად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ”, - აცხადებს კომპანია „ნუზლის“ დირექტორი, ბესიკ ჯაფოშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)