16:34 - 24 Jul, 2026
|
2022-07-14 16:21:24, 911 ნახვა
საზოგადოება
15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, თამარ მეფის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება
თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)