|
2022-07-11 18:10:59, 1380 ნახვა
სამართალი
იერარქია პატიმრებს შორის, ე.წ. ობშიაკები - რა პრობლემები გამოავლინა საქართველოს ციხეებში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებზე, რომლებიც დაწესებულებებში პრივილეგიებით სარგებლობენ. პატიმართა შორის ძალადობის ფაქტები, ციხეებში თანამშრომლების სიმცირე, არაფორმალური კრიმინალური მმართველობის ნიშნები, პატიმრებს შორის უთანასწორო საცხოვრებელ პირობები, ფულის გამოძალვასა და შეგროვებაზე ე.წ. ობშიაკისთვის,- სწორედ ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული მონიტორინგის ანგარიშში. "საპატიმროებში განცალკევებულად არ იმყოფებიან ახლად მოხვედრილი პატიმრები და რეციდივისტები.ისმის კითხვა არის თუ არა ეს საუკეთესო მიდგომა, სისტემაში ახლად მოხვედრილი პატიმრები იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ჩაერთონ კრიმინალურ სისტემაში,"- ნათქვამია კომიტეტის ანგარიშში. რაც შეეხება პატიმრებს შორის იერარქიების არსებობას, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამივე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს შორის აშკარა განსხვავებები შეინიშნება. “როდესაც პატიმრების უმეტესობას სივიწროვეში და საკმაოდ ცუდ პირობებში უწევდა ცხოვრება, ზოგიერთი გავლენიანი პატიმარი შედარებით კომფორტული პირობებით, გარემონტებული საკნებით და უამრავი არასტანდარტული ტექნიკით არის აღჭურვილი, როგორიცაა - ტელევიზორი, DVD, კონდიციონერი, სამზარეულოს კუთხე და სხვა)”,- ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, მათ დელეგაციას არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა ფულის შეგროვების ე.წ. ობშიაკის არსებობა, რაც ანგარიშში დახასიათებულია როგორც “გამოძალვა” პატიმრებისგან, ან უფრო ხშირად- მათი ოჯახის წევრებისგან. ამასთან, პატიმართა იერარქიის კიდევ ერთ განმსაზღვრელად ანგარიშში მითითებულია ადმინისტრაციისა და პატიმართა მიდგომა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი “არასწორი ქცევა” და შიდა კონფლიქტი უპირველესად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ოფიციალური ჩარევის გარეშე უნდა ყოფილიყო განხილული. წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნული პრობლემები საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მის მოადგილესაც გააცნო. CPT-ის ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის 17-24 მაისს N2, N14, N15 და N17 დაწესებულებებსა და პენიტენციური სისტემის კონტრაქტორ კლინიკაში განხორციელებულ ვიზიტებს.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)