|
2022-07-05 20:23:37, 973 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - წყალტუბოს უნიკალური წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტი იყო კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად
„წლების განმავლობაში ვერ ვახდენდით იმ შესაძლებლობის ოპტიმალურად გამოყენებას, იმ პოტენციალის სრულად ათვისებას, რომელიც წყალტუბოს კურორტს გააჩნია, რადგან მისი მთავარი რესურსი - სამკურნალო წყალი არ იყო ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ამიტომ, ვფიქრობ, რადონული წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტია კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად და უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით მოვახერხეთ ამ ლიცენზიის დაბრუნება და ეს დღეს თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც წყალტუბოს კურორტში მოახდენს ინვესტირებას და პროექტებს დააფინანსებს" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა რესურსი, რაც საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" ფარგლებშია წარმოდგენილი, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინვესტორისთვის, რომელიც წყალტუბოს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. „კურორტი ისტორიულად იყო განვითარებული მისი მთავარი სტრატეგიული რესურსით - ეს არის რადონით მდინარი წყალი. წყალტუბოს ისტორია მეშვიდე საუკუნიდან არის ცნობილი, ეს არის კურორტი, სადაც ამ დროიდან რადიოაქტიური წყლის სამკურნალო თვისებებს აღიარებდნენ, მე-12-13 საუკუნეში წყალტუბო იყო ძალიან პოპულარული დანიშნულების ადგილი, თუმცა, მე-18 საუკუნიდან უკვე თანამედროვე კურორტის სახით მიმდინარეობს წყალტუბოს განვითარება. მე-20 საუკუნეში ხდება კურორტის იმ პერიოდისთვის ახალი სიცოცხლის დაწყება და დაგეგმვა, სადაც სასტუმროები ამფითეატრის პრინციპით, წრიულად, უნიკალური მცენარეული ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული პარკის გარშემოა განლაგებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის წყალტუბოს სიძლიერე და ჩვენ გვსურს, რომ განვავითაროთ მსოფლიო დონის, მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, მდგრადი და ინკლუზიური ბალნეოლოგიური კურორტი" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)