|
2022-07-05 10:12:59, 1104 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი პუტინზე - თუ უკრაინაში არ შევაჩერებთ, რევანშისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ,- აცხადებს ბრიტაბეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მისივე თქმით, თუ პუტინი უკრაინაში არ დამარცხდა , ის იპოვის ახალ სამიზნეებს თავისი რევანშისტური თავდასხმებისთვის. „ყველა ჩვენგანს გვესმის, რომ თუ პუტინი არ გააჩერეს უკრაინაში, ის იპოვის ახალ სამიზნეებს თავისი რევანშისტური თავდასხმებისთვის და ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომელიც არის ის, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცით უფლება დაშალონ თავიანთი მეზობლები და თუ ეს ოდესმე დაშვებული იქნებოდა, მაშინ არც ერთი ერი არსად არ იქნებოდა უსაფრთხოდ. ”- აცხადებს ჯონსონი. რამდენიმე საერთაშორისო სამიტზე დასწრების შესახებ საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განმარტა: „ჩვენი უშუალო პრიორიტეტია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაც ბრძოლაში“.ჯონსონი ასევე მიესალმა შვედეთს და ფინეთს, როგორც ნატო-ს ახალ მოკავშირეებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი "თავდაცვითი" ორგანიზაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)