19:10 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 11:48:38, 1000 ნახვა

საზოგადოება
ქაშიბაძე - 16 წლის გოგომ ლეღვის ნახარშით მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო

დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 

მისი თქმით, პაციენტი 16 წლის გოგონაა, რომელსაც მესამე ხარისხის, ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული. 

„გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება აქვს, ქიმიური დამწვრობაა. მდგომარეობა სტაბილურია. გარკვეული პერიოდი კლინიკაში დაყოვნება მოუწევს,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსთან“. 

ცნობისთვის, სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ლეღვის ნახარშის რუჯის მიღების მიზნით გამოყენება ჯანმრთელობისთვის საშიშია და ქიმიურ დამწვრობას იწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics