11:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 17:40:26, 947 ნახვა

ომი უკრაინაში
სირია აღიარებს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას

სირია აღიარებს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო SANA ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

 ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მან ბრძანება გასცა შესაბამისი პროცედურის დასაწყებად.

„სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თებერვალში, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, მიმართა თანამოქალაქეებს და განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს LPR და DPR-ის სუვერენიტეტის აღიარებას. ამის შემდეგ მან ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებებს. ამ დოკუმენტებში მან დაავალა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამ რესპუბლიკებში "მშვიდობის შენარჩუნება".  როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა , მისი მიზანია „დაიცვას ადამიანები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგის და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics