21:08 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 13:40:28, 1070 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლესა და ქალიშვილს სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლესა და ქალიშვილს სანქციები დაუწესა, იუწყება Reuters.

რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს ცნობით  სანქციების გაფართოებულ სიაში,  ჯილ ბაიდენი და ეშლი ბაიდენი აშშ-ს 25 მოქალაქეს შორის მოხვდნენ.

ეს ნაბიჯი გადაიდგა "როგორც პასუხი აშშ-ს მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილის - მარია ვორონცოვასა და კატერინა ტიხონოვას მიმართ. პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა შკრებნევას ორი ზრდასრული ქალიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი, სანქციების  სამიზნე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics