|
2022-06-27 12:41:35, 1260 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - რეფორმების განხორციელების შემდეგ, მზად ვართ, საქართველოსა და ბოსნიას კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ
ჩვენ მზად ვართ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, მას შემდეგ რაც რეფორმები განხორციელდება,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, დიდი შვიდეულის სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშელის თქმით, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომი აყალიბებს ევროკავშირს. „ეს ომი ასევე აყალიბებს ევროკავშირს. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპის საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მზად ვართ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, მას შემდეგ რაც რეფორმები განხორციელდება”,- განაცხადა მიშელმა. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)