|
2022-06-24 10:25:38, 1183 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვა
ყოველწლიური სტუდენტური კონკურსი ევროკავშირის სამართალში დასრულდა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიმართ ინტერესი იზრდება – წელს კონკურსში 11 უმაღლესი სასწავლებლის 36 გუნდი, ჯამში, 119 კონკურსანტი მონაწილეობდა. შეჯიბრების მიზანი ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს კონკურსის ყოველ ეტაპზე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის სამართალში და შეეძინათ მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. დარეგისტრირებულმა გუნდებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს; წერილობით ეტაპზე გამოვლენილმა 8 საუკეთესო გუნდმა კი, შეჯიბრება მომდევნო, ზეპირ ეტაპზე გააგრძელა. თითოეული ტური მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა. შეჯიბრების გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა გუნდი გახდა, რომელშიც შედიოდნენ ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია, ლუკა ავაზაშვილი. იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო გამომსვლელი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა წიკლაური. ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდი კი, იუსტიციის სამინისტრომ სიმბოლური საჩუქრებითა და ევროკავშირის სამართლის შესახებ სასწავლო სახელმძღვანელოთი დააჯილდოვა. სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი და ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები. 2022 წლის შეჯიბრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და IRZ-ის მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)