|
2022-06-22 11:22:58, 1061 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ უწოდეს
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა. ნათქვამია მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. Active Citizen-ის ვებსაიტზე მოქალაქეებს შესთავაზეს აირჩიონ სახელის რამდენიმე ვარიანტი: "დონბასის დამცველების მოედანი" ან "რუსეთის გმირის ვლადიმერ ჟოგას მოედანი" ( ბატალიონ "სპარტას" მეთაური, რომელიც მოკლეს მარტის დასაწყისში ვოლნოვახაზე თავდასხმის დროს, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა მას ეს წოდება მიანიჭა). "გაკვირვებულები ვართ, მაგრამ არა განაწყენებული ამ წინადადებით, გთავაზობთ რომ ტერიტორიას დაერქვას სახელი უკრაინელი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ, რომლებიც გაბედულად იცავენ სამშობლოს კრემლის აგრესიისგან",- ასე უპასუხა ამ ინიციატივას აშშ-ს საელჩომ. ამგვარად, მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატები გამოეხმაურნენ ქუჩებისა და მოედნების სახელის გადარქმევის ტალღას, იქ სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)