00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 17:35:17, 1232 ნახვა

რეგიონი
კასპის #4 საბავშვო ბაღი 45 წლისაა

ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება
საბავშვო ბაღის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას აღსაზრდელებთან, პედაგოგებთან და
მშობლებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

 უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიების მხატვრული პროგრამა სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა. ბავშვებმა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ 45 წლის იუბილე მიულოცა ბაღის
პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის გამგეს დალი
კოტეტიშვილს, რომელიც დაარსებიდან დღემდე 45 წელი წარმატებით ხელმძღვანელობს
საბავშვო ბაღს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა კასპის მუნიციპალიტეტში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics