|
2022-06-20 14:55:20, 784 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისა და რებრენდინგის საკითხებზე მუშაობს
საპარტნიორო ფონდის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და რებრენდინგი, რომლის შედეგად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისი, თანამედროვე კორპორაციული მმართველობის მოქნილი სისტემის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება იგეგმება, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაანანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს, უწყების ცნობით, 20 ივნისის მთავრობის სხდომაზე შედგა საკითხების მორიგი განხილვა, პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. „ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს, ფონდს მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერის როლში იქნება, სამეყვალყურე საბჭო კი, ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი არის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა, ასევე აქციონერის და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების გამიჯვნა. საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და მოდერნიზაცია კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირებით ხელს შეწყობს უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებში”,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)