|
2022-06-17 18:24:37, 1112 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, რადგან ეს არ არის ქართული ხასიათი. მისი თქმით, რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო და ეს ყოველივე ჩვენი ბრალია. "შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, და მე ვეთანხმები წინა გამომსვლელს, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედი მაქვს. არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)