|
2022-06-17 17:05:50, 1078 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - არ უნდა შევტოპოთ ხელახლა იმ „აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“ ჭაობში, ეს იქნება თავის მოტყუება
ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ თავისუფალ სამყაროში დაბრუნებით, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმი არის ამ ამოცანასთან შეუთავსებელი - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევტოპოთ ხელახლა იმ ჭაობში - „აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“, ვინაიდან ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება. „არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევტოპოთ ხელახლა იმ ჭაობში - „აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“, ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება და შესაძლოა არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში გაშვებული შესაძლებლობა, რაც დასანანია, არამედ კიდევ გაგრძელდება ეს ფანჯარა რაღაც პერიოდი და შეიძლება მთლიანად დავკარგოთ ეს შესაძლებლობა თუ ეს ხელისუფლება არ მოვიშორეთ მშვიდობიანად. ეს რეჟიმი და ჩვენი თავისუფალი, ღირსეული მომავალი ნატოში, ევროკავშირსა და თავისუფალ სამყაროში არის შეუთავსებელი. რაც არ უნდა თქვან გადაკეთებულად ან შეარბილონ ტონი, არ უნდა მოვტყუვდეთ. რაც აქ წერია ჩამონათვალში, სასამართლო დამოუკიდებლობა, მედია -პლურალიზმი, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოპყრობა, უმცირესობების მიმართ მოპყრობა, აღსანიშნავია რომ ორგანიზებული დანაშაული და კორუფციაა გამოყოფილი, ამ ყველაფრის გარეშე ჰომ ივანიშვილის რეჟიმი რეჟიმი არ იქნებოდა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ბევრი მოქალაქე დავარწმუნოთ იმაში, რომ მხოლოდ ამ გზით შევძლებთ სამშვიდობოს გაღწევას და არავითარ შემთხვევაში არ შევტოპოთ ხელახლა იმ ჭაობში - „აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“, ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება და შესაძლოა არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში გაშვებული შესაძლებლობა, რაც დასანანია, არამედ კიდევ გაგრძელდება ეს ფანჯარა რაღაც პერიოდი და შეიძლება მთლიანად დავკარგოთ ეს შესაძლებლობა თუ ეს ხელისუფლება არ მოვიშორეთ მშვიდობიანად.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)