|
2022-06-17 13:08:49, 1355 ნახვა
საზოგადოება
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, EUGB მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქართული ბიზნესის ევროპულ ბაზარზე შეყვანას უწყობს ხელს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანად მოგვარება იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა რეალურად შეძლოს იმ უპირატესობების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა 2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, რომელიც 4-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარი - 48.7% შეადგინა. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ვიცე-პრემიერმა ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)