01:37 - 25 Jul, 2026
|
2022-06-16 11:26:41, 1255 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა - დაშავებულია ორი ადამიანი
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა. დაშავებულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა” ავრცელებს. ტელეკომპანიასთან საუბარში, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. „სადღაც 20-მდე ბიჭი იყო, რომლებმაც გამოიარეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს. სახეში მომხვდა ძალიან დიდი ქვა. ჰქონდათ ბოთლის ნატეხებიც, რომლითაც მომაყენეს დაზიანებები სხეულზე",- განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)