|
2022-06-15 19:25:31, 1323 ნახვა
პოლიტიკა
თელასი - ხვალ, 16 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება
ხვალ, 16 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი ზუგოვანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გოგიძის, ნოზაძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და ფერაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, გაგარინის, შარტავას, დარასელიას, ოჩამჩირის, ლვოვის, ონიაშვილის და მგალობლიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ცუცხვათის, ლასხიშვილის, წულუკიძის, შირაქის და აწყურის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკურის, ასათიანის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ინგოროყვას და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, მანაგაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას. "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მომარაგრბაც შეუწყდათ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)