17:54 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 17:50:09, 1055 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ვიყოთ მკაფიო - ჩვენ არ ვართ ომში, უკრაინის პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპა არ არის ომში რუსეთთან, ამიტომაც "უკრაინის პრეზიდენტს და მის ჩინოვნიკებს მოუწევთ რუსეთთან მოლაპარაკება". 

როგორც მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, საფრანგეთმა ყველაფერი გააკეთა რუსული არმიის შესაჩერებლად და უკრაინის დასახმარებლად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევაჩეროთ რუსული არმია, დავეხმაროთ უკრაინელებს და მათ არმიას და გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. საფრანგეთმა პირველივე დღიდან მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი აგრესორია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო: ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. უკრაინის პრეზიდენტს და მის ჩინოვნიკებს მოუწევთ რუსეთთან მოლაპარაკება",- განაცხადა მაკრონმა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 16 ივნისს პირველად ჩავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics