|
2022-06-15 17:40:57, 1056 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს - სი ძინპინმა და პუტინმა ტელეფონზე ისაუბრეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში. „თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ უნდა დაიკავოს პასუხისმგებელი პოზიცია და ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებას. ჩინეთი მზადაა განაგრძოს თავისი კონსტრუქციული როლის შესრულება“, - განაცხადა სი ძინპინმა თავის მხრივ, სი ძინპინმა დადებითად შეაფასა რუსეთსა და ჩინეთს შორის კონტაქტები. „ამ წლის დასაწყისიდან, მიუხედავად გლობალური ცვლილებებისა და მსოფლიოში არასტაბილურობისა, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა შეინარჩუნა განვითარების კარგი იმპულსი“, - ციტირებს მის სიტყვებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის სავაჭრო თანამშრომლობა იმპულსს იძენს - კერძოდ, ბალოვეშჩენსკ-ჰეიჰეს ხიდზე კომუნიკაციის დაწყების წყალობით. გარდა ამისა, ჩინეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი მზად არის რუსეთთან ერთად გააგრძელოს ერთმანეთის მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. გარდა ამისა, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის გააღრმაოს კოორდინაცია რუსეთთან ისეთი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, BRICS და SCO, იუწყება რია ნოვოსტი.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)