|
2022-06-15 10:41:06, 964 ნახვა
საზოგადოება
ბოლო წლებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თაფლის კვლევის კომპონენტი ლაბორატორიებში აქტიურად ინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორთან, ირაკლი გულედანთან ერთად, ამბროლაურის ლაბორატორიაში იმყოფებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ამბროლაურის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს და ლაბორატორიის შესაძლებლობები განიხილეს. „ჩვენი რეგიონული ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ფუნქციონირება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი კვლევებით მომსახურების უზრუნველსაყოფად, უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თაფლის კვლევის კომპონენტი ლაბორატორიებში აქტიურად ინერგება. ჩვენი ლაბორატორიული ქსელი ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ამბროლაურის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაჭის რეგიონში, მეწარმეებთან შეხვედრები გადამმუშავებელ საწარმოში „გეო-ფლაუერსი" და თაფლის საწარმოში „რაჭის ნატურალური პროდუქტები" გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)