|
2022-06-14 22:07:03, 1216 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ივანიშვილი რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო
არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ივანიშვილი რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა. "გაფუჭებული საქმე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ყველაზე კარგად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა, იმ ევროპარლამენტის პარტიებთაან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციაში. ოპოზიცია თავისი მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ან პარტიას, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილიო შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარ გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)